დაშიფრული ქსელის გაშიფვრის შემდეგ, ბელგიის პოლიციამ 28 ტონა კოკაინი აღმოაჩინა

ბელგიის პოლიციამ 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების, თითქმის 28 ტონა კოკაინი ამოიღო დაშიფრული მობილური ტელეფონების ქსელის გაშიფვრის შედეგად.

პოლიციელებმა დაშიფრულ მესიჯებზე წვდომის მოპოვება Sky ECC-ის სერვისის გამოყენებით შეძლეს, რომლითაც კოკაინის მიწოდების დეტალები გაირკვა.

ბოლო 6 კვირაში ბელგიის პოლიციამ 27.64 ტონა კოკაინი ამოიღო. მათ შორის, ანტვერპენის პორტში - 11 ტონა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დაშიფრულ პლატფორმაზე წვდომის მოპოვების შემდეგ პოლიციამ მნიშვნელოვანი დანაშაული გახსნა. 

შარშან, საფრანგეთისა და ნიდერლანდების საგამოძიებო ორგანოებმა პლატფორმა EncroChat-ზე წვდომა მოიპოვეს. EncroChat-ს 60,000 ადამიანი იყენებდა მსოფლიოს მასშტაბით ფულის გათეთრების, უკანონო ნივთებით ვაჭრობის და მსგავსი მიზნებით იყენებდა.

 

მსგავსი სიახლეები