POLITICO: ევროკავშირის პრობლემა არა ბელგია, არამედ ტრამპია

18 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული ქვეყნების ლიდერები გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემაზე იმსჯელებენ.

გამოცემა Politico-ს სტატიის თანახმად, ევროპა აშშ-ს მხრიდან არნახულ ზეწოლას განიცდის. თეთრი სახლი ცდილობს გავლენა იქონიოს ევროპის პოლიტიკაზე და სულ უფრო მეტი ლიდერი, ბრიუსელის მოსაზრებებს ეწინააღმდეგება.

ჩაშლილად: ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 210 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გადაცემის წინააღმდეგია და ამიტომ აშშ ევროპულ მთავრობებს გეგმაზე უარის თქმისკენ უბიძგებს.

  • გაყინული აქტივების საკითხზე ბრიუსელში ევროპის ლიდერები ოქტომბერში შეხვდნენ. მაშინ შეთანხმება ვერ შედგა ბელგიის გამო, რომელიც გეგმას არ დაეთანხმა.

  • ბრიუსელის თანხმობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან რუსული აქტივების დიდი ნაწილი ბელგიაშია.

  • როგორც Politico წყაროზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი აქტიურად ცდილობს ბელგია დაითანხმოს, შეთანხმების შანსი კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე აქამდე იყო.

  • ამერიკული გავლენის კამპანიამ, რომლის ფარგლებში ტრამპის მაღალჩინოსნები ბრიუსელის გვერდის ავლით, კულისებს მიღმა აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, შედეგი გამოიღო - აქტივების გადაცემის წინააღმდეგები არიან იტალია, ბულგარეთი, მალტა და ჩეხეთი. 
  • გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის აზრით, შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში ევროკავშირი "მრავალი წლით მიიღებს ზიანს".

  • ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის, მანფრედ ვებერის თქმით, "აშშ აღარ არის თავისუფალი სამყაროს ლიდერი".

ფართო ხედით: მედიაში გაჟონილი, კრემლისა და თეთრი სახლის მიერ შეთანხმებული სამშვიდობო გეგმის მიხედვით, ვაშინგტონი გაყინული აქტივების ნაწილის გამოყენებას უკრაინაში რეკონსტრუქციული სამუშაოების ჩატარების მიზნით აპირებს, ამ სამუშაოებს კი აშშ უხელმძღვანელებს. 

  • ევროპის ლიდერების გეგმის მიხედვით, უკრაინა "რეპარაციულ სესხს" მიიღებს. "რეპარაციული სესხი" უპრეცენდენტო იდეაა, რომლის მიხედვით, კიევს გადაეცემა 140 მილიარდი ევროს ღირებულების, რუსული აქტივებით უზრუნველყოფილი სესხი.
  • უკრაინისთვის "რეპარაციული სესხი" ბიუჯეტში გაჩენილი დიდი ხვრელის დაფარვის საუკეთესო საშუალებაა.

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაგმატული კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, "სულ ერთია, რა გზით მიიღებს თანხას უკრაინა", თუმცა მიაჩნია, რომ "რუსეთმა მიყენებული ზარალი უნდა აანაზღაუროს".

მსგავსი სიახლეები