ბელგიის პრემიერი არჩევნებზე დაფიქსირებული ცუდი შედეგის გამო გადადგა
ბელგიის მთავრობის მეთაურმა ალექსანდრე დე კროომ ოფიციალურად განაცხადა, რომ თანამდებობას ორშაბათს დატოვებს.
ამის შესახებ Le Soir წერს.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა აღიარა თავისი პარტიის დამარცხება და არჩევნებში გამარჯვებულებს მიულოცა - კონსერვატორულ პარტია N-VA-ს, რომელიც ფლამანდური ნაციონალიზმის მიმდევარია.
არჩევნებში N-VA-მ 18%-ზე მეტი მიიღო, ხოლო პრემიერ-მინისტრის პარტიამ, ლიბერალურმა Open VLD-მ 6%-ზე ნაკლები. ბელგიაში ეროვნული საპარლამენტო არჩევნები ევროპარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდა.
"ჩვენთვის განსაკუთრებით რთული საღამო იყო, ხვალიდან დავტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, მაგრამ ლიბერალები ძლიერები არიან. We will be back." - თქვა მან.
მიუხედავად ცუდი შედეგისა, თანაპარტიელებმა დე კროო ოვაციებთ გაამხნევეს.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მისი მემკვიდრე, ბელგიის მთავრობის ახალი სრულუფლებიანი ხელმძღვანელი, სწრაფად“უნდა დაინიშნოს. თუმცა, ეს სიჩქარე კოალიციის ჩამოყალიბებაზეა დამოკიდებული.