ჰონგ-კონგის გარნიზონის მეთაურად უიღურების რეპრესიის ერთი-ერთი ხელმძღვანელი დაინიშნა

 

გენერალი, რომელიც სინძიანის პროვინციაში ანტი-ტერორისტულ სპეციალურ ძალებს მეთაურობდა, ჰონგ-კონგის სახალხო განთავისუფლების არმიის უფროსად დაინიშნა.

ჰონგ-კონგის კონსტიტუციით, ქალაქს საკუთარი საპოლიციო ძალები ჰყავს, თუმცა 1997 წლის შემდეგ პეკინს თვითმმართველ ტერიტორიაზე სამხედრო ყაზარმები აქვს განთავსებული.

ფენგ ძინგთანგი 2019 წელს ჩინეთის მუსლიმ უმცირესობაზე, ეთნიკურ უიღურებზე განხორციელებული რეპრესიების დროს გასამხედროებულ საპოლიციო რაზმს მეთაურობდა.

ჩინეთმა სინძიანის პროვინციაში მასობრივი საპოლიციო კონტროლი დააწესა „ისლამურ ექსტრემიზმთან და სეპარატიზმთან“ ბრძოლის მოტივით.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ასიმილაციის“ ბანაკებში ყოფნა მილიონამდე უიღურს და სხვა მუსლიმი უმცირესობების წარმომადგენელს მოუწია.

აშშ უიღურების რეპრესიას მიზანმიმართულ გენოციდად აფასებს.

 


ჰონგ-კონგი, რომელიც ბოლო დრომდე პეკინისგან ფართო ავტონომიით სარგებლობდა, სულ უფრო მეტად ექცევა ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ქვეშ.

ქალაქში ახალი უსაფრთხოების კანონი მოქმედებს, რომელიც ჩინეთის უშიშროების ძალებს ჰონგ-კონგში ფუნქციონირებისთვის ხელებს უხსნის.         

გასულ თვეში პოლიციამ ჰონგ-კონგში დამოუკიდებელი მედიების ოფისები დაარბია. ქალაქში აიღეს ტიანანმენის ტრაგედიის ერთ-ერთი ბოლო მონუმენტიც.

მსგავსი სიახლეები