იამალის გაზსადენით ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგა

 

იამალი-ევროპის გაზსადენმა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო, მუშაობა განაახლა.

2 000 კმ-ანი გაზსადენი, რომელიც ბელარუსზე გადის, ევროპაში რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის მეექვსედს ატარებს.

ევროკავშირის ქვეყნები ბუნებრივი აირის მოთხოვნილების მესამედს რუსული გაზით იკმაყოფილებენ.

დასავლეთი რუსეთს ბუნებრივი აირის მარაგების და მიწოდების ხელოვნურად შეზღუდვაში ადანაშაულებს, რაც მსოფლიო ბაზარზე გაზის ფასების რეკორდულ ზრდას უწყობს ხელს.

ამასთან, რუსეთს Nord Stream 2-ს განსახორციელებლად ენერგორესურსებით მანიპულირებაში სდებენ ბრალს.

Nord Stream 2-ის გაზსადენი, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია, რუსეთს გერმანიისთვის ბუნებრივი აირის შუამავალი ქვეყნის გარეშე მიწოდების საშუალებას მისცემს.

გასულ წელს ტექნიკური ხარვეზის გამო გერმანულმა რეგულატორმა გაზსადენის ლიცენზირების პროცესი შეაჩერა.

დღეს, უკრაინის საზღვრებთან მასშტაბური რუსული სამხედრო მობილიზაციის ფონზე, Nord Stream 2-ისთვის სანქციების დაწესება რუსეთის შეკავების ერთ-ერთ პოტენციურ ზომად განიხილება.

მსგავსი სიახლეები