იანვარში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი უკრაინაში ბოლო 6 თვის მინუმამდე შემცირდა

იანვრის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 270 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავა - ეს გასული 6 თვის განმავლობაში რუსეთის არმიის წინსვლის ყველაზე დაბალი ტემპია. 

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული OSINT ანალიტიკური პროექტის Deep State-ის მონაცემების ანალიზი მეტყველებს. 

მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ დაკავებული ახალი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაახლოებული კვადრატული მეტრი ლოჯისტიკურად უმნიშვნელოვანეს პოკროვსკის შემოგარენზე მოდის. გარდა ამისა, რუსეთის არმიამ წინ წაიწია დონეცკისა და ზაპორიჟიის ოლქის საზღვარზე მდებარე ოპერატიულად მნიშვნელოვან სოფელ ველიკა ნოვოსიოლკასთან და ქალაქ კურახოვეს ირგვლივ. 

დაახლოებით 60 კვადრატული კილომეტრი დაიკავა საოკუპაციო არმიამ ტორეცკისა და ჩასოვ იარში დაიკავა. 

რუსეთის არმიის წინსვლის ტემპის ზრდა დაემთხვა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის დაწყების შემდეგ. ამგვარად ნოემბერში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი ნოემბერში 700 კვადრატულ კიოლომეტრს გადააჭარბა. 

რუსეთის არმიის წინსვლის ტემპის შემცირება შესაძლოა უკავშირდებოდეს საოკუპაციო არმიის ტაქტიკას, რომელიც საწყის ფრონტის ხაზის ნელი "ღრღნას" გულისხმობს და მხოლოდ შემდეგ ხდება კუმულაციური ეფექტი, რის შემდეგადაც რუსეთის არმია დროის მოკლე მონაკვეთში შედარებით დიდ ტერიტორიას იკავებს. 

რუსეთის არმია მძიმე ბრძოლებს აწარმოებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, სადაც წინსვლის ტემპი კვირაში 1-2 კილომეტრია. შესაძლოა, რომ მომდევნო თვეში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი ისევ გაიზარდოს ტორეცკისა და ჩასოვ იარის ხარჯზე, სადაც უკრაინული დანაყოფების მდგომარეობა საგრნობლად რთულდება. 

ომის შესწავლის ინსტიტუტის შეფასებით ტორეცკის სრულად დაკავების შემთხვევაში საოკუპაციო არმია ღია მინდვრების პირას აღმოჩნდება, რამაც შესაძლოა მათი წინვლის ტემპები საგრძნობლად გაზარდოს. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ტორეცკის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო არმია შესაძლოა კონსტანტინოვკის აგლომერაციას შეუტიონ. 

გარდა ამისა, რუსეთის არმიის წინსვლის ტემპის შემცირება შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ მათი შეტევის მთავარ მიმართულებაზე პოკროვსკის ირვლივ საოკუპაციო არმია იძულებულია იერიში ფრონტის ვიწრო მონაკვეთზე აწარმოოს, რაც დიდ ტერიტორიულ შენაძენს გამორიცხავს. 

სავარაუდოა, რომ რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელობაში იმედი აქვთ, რომ მათი არმიის წინსვლა დაჩქარდება მას შემდეგ, რაც ისინი შეძლებენ უკრაინული არმიის უკუგდებას პოკროვსკისა და მირნოგრადის მაღალსართულიანი დასახლებებიდან. 

შესაძლოა რუსეთის არმიის წინსვლის ტემპის შემცირება, ასევე, უკავშირდებოდეს ცოცხალი ძალისა და ჯავშანტექნიკის ნაკლებობას - ამაზე მეტყველებს ის, რომ ქალაქ კურახოვეს დაკავების შემდეგ, რუსეთის არმიამ ვერ შეძლო წარმატების განვითარება, როგორც ეს ვუჰლედარისა და ავდიივკის დაკავების შემდეგ მოხდა. 

რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი შემცირებულია კურსკის ოლქში, სადაც გასულ თვის განმავლობაში მათ კონტროლქვეშ დაბრუნებული ტერიტორიის მოცულობა 33 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. 

მსგავსი სიახლეები