იაპონია: რუსულმა ვერტმფრენმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია
იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამშაბათს რუსული ვერტმფრენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა.
ამის შესახებ Kyodo News წერს.
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენი აღმოსავლეთ ჰოკაიდოში, ნემუროს ნახევარკუნძულის მახლობლად, ადგილობრივი დროით 12:44 საათზე დააფიქსირეს.
საპასუხოდ იაპონიის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავები აფრინდნენ.
იაპონიამ რუსეთს ამ ინციდენტთან დაკავშირებით მწვავე პროტესტი გამოუცხადა.
Kyodo News იუწყება, რომ მსგავსი ინცინდენტი 2022 წლის მარტში მოხდა.