იაპონია უკრაინას დრონებსა და ფურგონებს გადასცემს
იაპონია უკრაინას მცირე ზომის უპილოტო საფრენ აპარატებს და სამოქალაქო ფურგონებს გადასცემს. ამის შესახებ იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ 4 აგვისტოს განაცხადა.
სააგენტოში აღნიშნეს, რომ მანქანების მიწოდება უკრაინის მთავრობის მოთხოვნით მოხდება.
"რადგან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინაში შეჭრას, მარტიდან ჩვენ მივაწოდეთ ჩაფხუტები, დამცავი ნიღბები, ჯავშანჟილეტები, მცირე დრონები და ასე შემდეგ. თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები გააგრძელებენ უკრაინის მაქსიმალურ მხარდაჭერას", - ნათქვამია განცხადებაში.
იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ უკრაინას არალეტალური შეიარაღებას აწვდის.