იაპონიამ და ავსტრალიამ თავდაცვის პაქტი გააფორმეს

 

6 იანვარს იაპონიის და ავსტრალიის ლიდერებმა თავდაცვის სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

აქამდე იაპონიას მსგავსი პაქტი მხოლოდ აშშ-სთან ჰქონდა გაფორმებული.

ხელშეკრულება ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს წვრთნებისა და სხვა სამხედრო მიზნებისთვის ერთმანეთის ტერიტორიაზე გადაადგილებას გაუმარტივებს.

„იაპონია აზიაში ჩვენი უახლოესი პარტნიორია, რაც ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობით დასტურდება“, - განაცხადა ხელმოწერის ონლაინ-ცერემონიაზე ავსტრალიის პრემიერმა სკოტ მორისონმა.

„რეგიონში გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე იაპონია და ავსტრალია შეკავების გასაძლიერებლად ერთად იმუშავებენ“, - ამბობს ავსტრალიაში იაპონიის ელჩი შინგო იამაგამი.

ტოკიო და კანბერა აზიასა და წყნარ ოკეანეში ჩინეთის მძლავრი ექსპანსიით არიან შეშფოთებული.

ორი ქვეყანა აშშ-სთან და ინდოეთთან ერთად ე. წ. „კვადის“ (Quad) ფორმატში პეკინის ეკონომიკური და სამხედრო გავლენის დაბალანსებას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები