იემენში საუდის არაბეთის ავიადარტყმებს 70 ადამიანი ემსხვერპლა

 

იემენის ციხეზე საუდის არაბეთის ავიაიერიშებს მინიმუმ 70 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილთა რაოდენობა კი ასზე მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press ავრცელებს.

თავდასხმა სანაასა და საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში, ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ მოხდა. ჰოდეიდაზე თავდასხმამ ქალაქში ტელეკომუნიკაციებისა და ინტერნეტის გათიშვა გამოიწვია.

MSF International-ის ცნობით, სანააში 70 ადამიანი დაიღუპა, 138 კი - დაიჭრა. 

საუდის არაბეთის ავიაიერიში ჰუსიტი აჯანყებულების დრონებით თავდასხმას მოჰყვა არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქზე, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. ომის დაწყებიდან დღემდე 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

მსგავსი სიახლეები