ინდოეთის ნავთობის მინისტრი სანქციების რისკზე: რუსული ნავთობის გარეშეც ვიცხოვრებთ

ინდოეთის ნავთობის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსული ნავთობის შესყიდვისთვის მეორადი სანქციების რისკზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყნის იმპორტი საკმარისად დივერსიფიცირებულია. 

State Of Play: ჰარდიშ სინგხ პურის ციტატას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს

  • "ჩვენ საერთოდ არ ვღელავთ ამ საკითხზე, თუ ეს მოხდება (რედ. მეორადი სანქციები), ჩვენ ამას გავუმკლავდებით"- ამბობს პური. 

  • ნავთობის მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ინდოეთის ნავთობის საჭიროებების ბაზარი დივერსიფიცირებულია და ქვეყანა ნავთობს მათ შორის კანადისა და ბრაზილიისგანაც ყიდულობს, ხოლო იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებისგანაც ნიუ დელი გაზს ყიდულობს 40-ს აღემატება. 

Big Picture: ამგვარად ინდოეთი დონალდ ტრამპის მუქარას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თუ 50 დღის განმავლობაში რუსეთი არ მიაღწევს სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინასთან, რუსული ნავთობის შემსყიდველებისთვის ამერიკულ ბაზარზე დამატებით 100%-იანი საბაჟო ტარიფები ამოქმედდება. 

  • რუსული ნავთობის შემსყიდველებს "დაფიქრებისკენ" მოუწოდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემაც - "ისინი უნდა დაფიქრდნენ, რადგანაც შესაძლოა მათ ეკონომიკებს მძიმე დარტყმა მიადგეთ."

Context: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ამის შემდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ, ინდოეთი რუსული ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილესი შემსყიდველი გახდა. 

  • ბოლო მონაცემებით ნავთობის ჯამური იმპორტში რუსული პროდუქციის წილი 35%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2021 წელს მაჩვენებელი 2%-ს არ აღემატებოდა. 

მსგავსი სიახლეები