ირანი: მზად ვართ თურქეთსა და სირიას შორის შუამავლობისთვის

ირანი მზად არის, ჩრდილოეთ სირიის საკითხთან დაკავშირებით ანკარას და დამასკოს პოლიტიკური გამოსავალი შესთავაზოს.

ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა დამასკოში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ყველა ღონეს ვიხმართ, რომ სამხედრო ოპერაცია თავიდან ავიცილოთ“, - თქვა ამირაბდოლაჰიანმა სირიელ კოლეგასთან შეხვედრისას.

თურქეთი მიიჩნევს, რომ სირიის ჩრდილოეთში მცხოვრები ქურთები (YPG) ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) უწყობენ ხელს.

2016 წლის შემდეგ ანკარამ ჩრდილოეთ სირიაში სამი ინტერვენცია განახორციელა.

სირიელი ქურთები, რომლებიც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობენ, დამასკოდან ავტონომიურ მმართველობას ითხოვენ.

2011 წელს სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ თეირანი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერია.

მსგავსი სიახლეები