ირანი: რევოლუციის გუშაგების კიდევ ერთი პოლკოვნიკი დაიღუპა

ირანმა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური დანაყოფის, ყუდსის ძალების კიდევ ერთი პოლკოვნიკის სიკვდილის შესახებ განაცხადა.

თეირანი პოლკოვნიკ ალი ესმაილზადეს სიკვდილის გარემოებებს არ აკონკრეტებს და „საცხოვრებელ სახლში მომხდარ ინციდენტზე“ საუბრობს.

რამდენიმე ირანული მედია წერს, რომ ესმაილზადე სახლის სახურავიდან ან აივნიდან გადმოვარდა.

ცოტა ხნის წინ ყუდსის ძალების გავლენიანი პოლკოვნიკი ჰასან საიად ხოდაი მოკლეს, რომელიც თეირანში, სახლის წინ, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.

ირანმა მაღალჩინოსნის მკვლელობა აშშ-ს და მის მოკავშირეებს, მათ შორის ისრაელს დააბრალა.

 

მსგავსი სიახლეები