ირანი, რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ატარებენ

 

რუსეთი, ჩინეთი და ირანი ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთში მესამე ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ.

ირანული სამთავრობო მედიის თანახმად, სამხედრო მანევრებში თერთმეტ ირანულ ხომალდთან ერთად სამი რუსული და ორი ჩინური ხომალდი მონაწილეობდა.

2021 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი მოსკოვთან და პეკინთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს.

„თეირანსა და მოსკოვს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება რეგიონში უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა 21 იანვარს მოსკოვში ვიზიტიდან დაბრუნებულმა რაისიმ.

გასულ კვირაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი პეკინში იმყოფებოდა, სადაც ორმა მხარემ ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

2021 წლის სექტემბერში ირანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობაზე შეიტანა განაცხადი. ორგანიზაცია მოსკოვსა და პეკინს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პლატფორმას წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები