ირანის პრეზიდენტი ულტრა-კონსერვატორი ებრაჰიმ რაისი გახდა
აიათოლა ალი ხამენეისთან დაახლოებული ულტრა-კონსერვატორი კანდიდატი ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტი გახდა.
რაისიმ 17.8 მილიონი ხმა მიიღო. არჩევნებზე ისლამური რესპუბლიკის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.
ირანის რევოლუციური გვარდიის ყოფილმა მეთაურმა მოჰზენ რეზაიმ 3.3 მილიონი ხმა მიიღო, ხოლო ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა აბდოლნასერ ჰემათიმ - 2.4 მილიონი.
ჰემათიმ და რეზაიმ ოპონენტს გამარჯვება უკვე მიულოცეს.
---------------------------------------------------
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატების პლატფორმებს და ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ რეალპოლიტიკის მთავარი რედაქტორის მოადგილის, აკა ზარქუას სტატიაში “საპრეზიდენტო არჩევნები ირანში - ვინ არიან კანდიდატები.”