ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა

 

ირანმა ახალი რაკეტა გამოსცადა, რომელიც, მათი განცხადებით, ისრაელამდე და ახლო აღმოსავლეთში მდებარე ყველა ამერიკულ ბაზამდე მიაღწევს.

სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, რაკეტა მყარ საწვავს იყენებს და 1450 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს. ისრაელი ირანიდან 1000 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

რაკეტის სახელწოდება "ხაიბარი", ებრაული ციხესიმაგრის სახელიდან მოდის, რომელიც ისლამის შექმნის პერიოდში მუსლიმმა მეომრებმა აიღეს.

რაკეტა მთლიანად ირანის მიერ არის დამზადებული და სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ძალიან ზუსტია.

დამოუკიდებელ წყაროებს "ხაიბარის" შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.

ირანმა რაკეტა ვენაში ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე გამოცადა. 

მსგავსი სიახლეები