"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია

"ისლამური სახელმწიფოს" ხალიფა აბუ ჰასან ალ-ჰაშიმ ალ-ყურაიში, "ღვთის მტრებთან ბრძოლაში" მოკლეს. ეს ინფორმაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" ოთხშაბათს გაავრცელა.

"ისლამური სახელმწიფოს" სპიკერმა თქვა, რომ ალ-ჰაშიმი "ღვთის მტრებთან ბრძოლაში" მოკვდა, მისი გარდაცვალების თარიღისა და გარემოებების დაზუსტების გარეშე. სპიკერმა დაასახელა ჯგუფის ახალი ლიდერი - აბუ ალ-ჰუსეინ ალ-ჰუსეინი ალ-ყურაიში.

ალ-ჰაშიმი ისლამური სახელმწიფოს მესამე ხალიფა იყო და ეს თანამდებობა მიმდინარე წლის მარტში მისი წინამორბედის, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაიშის გარდაცვალებიდან ერთ თვის შემდეგ დაიკავა. თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ის სტამბოლში მიმდინარე წლის მაისში დააკავეს, რასაც ისლამური სახელმწიფო უარყოფდა.

მსგავსი სიახლეები