ისრაელი ჩაატარებს წვრთნებს, რომელშიც ინსცენირებული იქნება ირანზე თავდასხმა

ისრაელის შეიარაღებული ძალები ივნისის დასაწყისში ჩაატარებენ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს, რომელშიც ინსცენირებული იქნება ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა. 

ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს ამგვარი ტიპის პირველი სამხედრო წვრთნები იქნება, რომლის მიზანია შეიმუშაოს შესაძლო სამხედრო რეაქცია ირანის ბირთვული პროგრამის სწრაფი გარღვევის შემთხვევაში. 

ირანის ნაწილი უფრო მასშტაბური სამხედრო ღონისძიების მხოლოდ ერთი ნაწილია, ჯამურად წვრთნები სხვადასხვა რეგიონული კონფლიქტის სცენარს ამუშავებს. 

ირანის სცენარის ნაწილში მონაწილეობას მიიღებს ისრაელის შეიარაღების ათობით ავიაგამანადგურებელი, რომლებიც ხმელთაშუაზღვის თავზე იმავე მანძილს დაფარავენ, რაც ისრაელს ირანის ბირთვულ ობიექტებამდე აშორებს. 

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ს სამხედრო ავიაციაც, რომლებიც ისრაელის გამანადგურებლებს ჰაერში საწვავს მიაწვდიან. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა აშშ-ს მონაწილეობა წვრთნებში დაადასტურეს, თუმცა არაფერი უთქვამთ თუ კონკრეტულად რა ფორმით ჩაერთვება ღონისძიებაში ამერიკული მხარე. 

გუშინ, 17 მაისს, ისრაელს საგანგებო ვიზიტით ეწვია აშშ-ს სტრატკომის მეთაური გენერალი, მაიკლ კურილა. 

ამგვარი წვრთნების ჩატარება განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე "არაპირდაპირი ბირთვული მოლაპარაკებები" უკვე მეცხრე კვირაა დაპაუზებულია. 

ვაშინგტონში და განსაკუთრებით ისრაელში შიშობენ, რომ ირანი სწრაფად დაუბრუნდება ურანის გამდიდრების პროცესს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, სწრაფად გარდაქმნას ბირთვული მასალა იარაღად.

 

 

მსგავსი სიახლეები