ისრაელი: ჩრდილოეთ ღაზაში ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებასთან ახლოს ვართ

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ ღაზას სექტორში ვიზიტისას განაცხადა, რომ ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში სამხედროები ახლოს არიან ჰამასის "სამხედრო ინფრასტრუქტურის" ლიკვიდაციასთან.

"ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ [ჰამასის] სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებასთან, რომელიც არსებობდა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში," - თქვა ჰალევიმ IDF-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

"ამას დავასრულებთ, გარკვეული საქმე დასასრულებელი გვაქვს, მაგრამ მშვენივრად ვუახლოვდებით მას," - აღნიშნა მან.

მისი თქმით, რომ IDF ღაზას სექტორში ოპერაციის გაგრძელებას და ჰამასის მეთაურების და მებრძოლების მოკვლას და ინფრასტრუქტურის განადგურებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები