ისრაელი: ღამით ღაზას სექტორში ჰამასის ათობით ტერორისტი განადგურდა

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ სახმელეთო ჯარები და ტანკები ღაზას სექტორის ჩრდილოეთით 2 ნოემბრის ღამეს ტერორისტებს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ჰამასის ათობით მებრძოლი განადგურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოლანის ქვეითი ბრიგადა "ხანგრძლივად ებრძოდა" ჰამასის ტერორისტებს.

IDF-ის სამხედროები საარტილერიო და სატანკო ცეცხლის მხარდაჭერით, ასევე საჰაერო დარტყმებითა და საზღვაო სარაკეტო შეტევებით იბრძოდნენ.

"ბრძოლის დასასრულს ათობით ტერორისტი განადგურდა," - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალებმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაჰალის ქვეითი ბრიგადის მებრძოლები ასევე დაუპირისპირდნენ ჰამასის ტერორისტების ჯგუფს, რომლებმაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. არმიამ ტერორისტების ჯგუფის გასანადგურებლად ავიაცია გაგზავნა.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ის აგრძელებს ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტებზე თავდასხმას, მათ შორის იარაღის საწარმოების და საცავების, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების ობიექტების და დრონების გაშვების ობიექტების დაბომბვას.

გუშინ ჰამასის ერთ-ერთმა ლიდრმა გაზი ჰამადიმ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება მომავალში ბევრჯერ გაიმეორებს მსგავს თავდასხმებს, სანამ ისრაელს არ გაანადგურებს.

მსგავსი სიახლეები