ისრაელი: ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია გრძელდება
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა კონტრ-ადმირალმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ ისრაელის არიმია "ომის ეტაპებზე წინ მიიწევს" ღაზაში და სახმელეთო ჯარები სექტორში ოპერაციებს ატარებენ.
"ქვეითები, ჯავშანტექნიკა, საინჟინრო და საარტილერიო ძალები მონაწილეობენ აქტივობაში, რომელსაც თან ახლავს ძლიერი [საჰაერო] ცეცხლი," - თქვა მან და აღნიშნა, რომ "[ისრაელის თავდაცვის] ძალები კვლავ ადგილზე არიან და აგრძელებენ ბრძოლას."
მისი თქმით, ღაზაში გაფართოებული სახმელეთო ოპერაციის დროს ამ დრომდე არ დაშავებულა არცერთი ჯარისკაცი.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად მოკლულია ჰამასის ორი მეთაური - ტერორისტული დაჯგუფების საჰაერო ძალების მეთაური და საზღვაო ძალების მეთაური.
ჰაგარის თქმით, "მათი ლიკვიდაციას ომის ეტაპების პროგრესირებას იწვევს და ეხმარება ისრაელის არმიას უფრო სუსტ მტერთან ბრძოლაში."