ისრაელი პალესტინის დაზვერვის მეთაურს ომის შემდეგ ღაზას მმართველად განიხილავს
პალესტინის სადაზვერვო აპარატის ხელმძღვანელი მაჯედ ფარაჯი, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ოფიციალური პირების მიერ განიხილება, როგორც ომისშემდგომი ღაზას ადმინისტრაციის პოტენციური ხელმძღვანელი.
მისი სახელი ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის სხდომაზე გაჟღერდა.
ფარაჯი ცნობილია ისრაელის თავდაცვის ჩინოვნიკებთან მჭიდრო თანამშრომლობით და პალესტინის ხელისუფლების ლიდერები მას ყოველთვის განიხილავდნენ, როგორც პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ყველაზე სავარაუდო შემცვლელს.
ისრაელის საზოგადოებრვ მაუწყებელ Kan-თან ინტერვიუში ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა თქვა: "ბუნებრივია ფარაჯის სახელის ხსენება. ის არის ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც ჩვენთან ერთად ყველაზე მეტად მუშაობდა ჰამასის წინააღმდეგ."
ისრაელის მედიის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ფარაჯს შესთავაზა დროებით მართოს ღაზას სექტორი "ომის შემდგომ" ფაზაში.
ისრაელი ღაზაში ჰამასის სრულ განადგურებას გეგმავს და ხელისუფლებაში ორგანიზაციის არცერთი ფორმით ყოფნა არ სურს.
Al Jazeera-მ, ისრაელის მედიაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ფარაჯმა უკვე დაიწყო მუშაობა ღაზას სექტორის სამხრეთით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნაზე, რომელიც შედგება ჰამასისი მოწინააღმდეგები ოჯახებისგან. ამ მებრძოლებს, სავარაუდოდ, ღაზას სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ დახმარების მიწოდების მართვა დაევალებათ.
ამჟამად ფარაჯი პასუხისმგებელია ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოსთან, CIA-სთან და სხვა საერთაშორისო სადაზვერვო უწყებებთან კოორდინაციაზე.
Kan-ის თქმით, დისკუსიაში სხვა სახელებიც ახსენეს, რომელთაგან არც ერთი არ არის ჰამასთან დაახლოებული.