ყარაბაღის ლიდერებს განაჩენი გამოუტანეს: არუთუნიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ბაქოს სამხედრო სასამართლომ არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილ ლიდერებს განაჩენი გამოუტანა.

არსებული ვითარება: სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ:

  • თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, არაიკ არათუნიანს.

  • ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჯარის ხელმძღვანელს, ლევონ მნაცაკანიანს.

  • მნაცაკანიანის მოადგილეს, დავიდ მანუკიანს.

  • არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერს, დავიდ იშხანიანს.

  • თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დავიდ ბაბაიანს.

ჩაშლილად: არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტებს - არკადი გუკასიანსა და ბაქო სააკიანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

  • სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, გუკასიანს და სააკიანს სამუდამო პატიმრობას ვერ მიუსჯიდნენ, ვინაიდან სასამართლო პროცესის დაწყების მომენტში მათი ასაკი 65 წელს სცდებოდა.

  • სულ საქმეში 15 ბრალდებულის სახელი ფიგურირებს.

  • მილიარდერისა და ე.წ. მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, რუბენ ვარდანიანის საქმეს სასამართლო ცალკე განიხილავს, მასაც სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები