ჰალევი: ვუახლოვდებით გადაწყვეტილებას, დავიწყოთ თუ არა ომი "ჰეზბოლას" წინააღმდეგ
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევის თქმით, ისრაელი ახლოს არის გადაწყვეტილების მიღებასთან, როგორ უპასუხოს "ჰეზბოლას" ყოველდღიურ თავდასხმებს ქვეყნის ჩრდილოეთზე.
ამის შესახებ The Times of Israel წერს.
"ჩვენ ვუახლოვდებით იმ წერტილს, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არის ამ გადაწყვეტილების მისაღებად," - აღნიშნა ჰალევიმ სამხედრო მეთაურებთან და სახანძრო კომისართან შეხვედრისას, ჩრდილოეთ ისრაელში, კირიათ შმონას ბაზაზე.
"რვა თვეა, რაც ვუტევთ და "ჰეზბოლა" ძალიან, ძალიან ძვირს იხდის. ბოლო დღეებში მან გაზარდა თავისი სიძლიერე და ჩვენ ძალიან კარგი წვრთნების შემდეგ, მზად ვართ ჩრდილოეთში გადავიდეთ შეტევაზე," - თქვა მან. "[ჩვენ გვაქვს] ძლიერი თავდაცვა, შეტევისთვის მზადყოფნა, ჩვენ ვუახლოვდებით გადაწყვეტილების წერtილს."
ჰალევი და კასპი მოგვიანებით მეხანძრეებს შეხვდნენ, რომლებიც ჩრდილოეთ ისრაელში გასული ორი დღის განმავლობაში მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად მუშაობდნენ, რომელიც "ჰეზბოლას" სარაკეტო და დრონების თავდასხმის შედეგად გაჩნდა.