ისრაელის ფინანსთა მინისტრი: ღაზადან არაბების ნებაყოფლობითი 'ემიგრაცია' მისაღებია

ბეცალელ სმოტრიჩი ამბობს, რომ მხარს უჭერს ღაზის სექტორიდან არაბების "ემიგრაციას" - ისრაელის ფინანსთა მინისტრის თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელი არ შეეგუება ღაზაში "დამოუკიდებელი ერთეულის არსებობას."

ისრაელის ერთ-ერთი რელიგიურ-ნაციონალისტური პარტიის ლიდერის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს

სმოტრიჩი ამგვარად ისრაელის ქნესეთის 2 წევრის მიერ Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სვეტს გამოეხმაურა - სვეტში ისრაელელი პარლამენტარები წერდნენ, რომ დასავლეთმა უნდა მიიღოს ის ღაზელები, რომლებთაც სექტორიდან წასვლის სურვილი აქვთ. 

ბეცალელ სმოტრიჩი, რომელიც ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის ერთ-ერთ ებრაულ ახალშენში ცხოვრობს ამბობს, რომ "ღაზადან არაბების ნებაყოფლობითი ემიგრაცია მისასლემებელი ინიციატიავიაა. ეს ღაზელებისა და მთელი რეგიონისთვის დევნილებისა და სიღატიკის 75 წლის შემდეგ  ჰუმანიტარული პრობლემების სწორი გადაწყვეტა იქნება."

კონტექსტი

კონფლიქტის გამწვავების შემდეგ რეგიონის არაბული ქვეყნები არაორაზროვნად მიანიშნებენ, რომ ისრაელს ღაზის მოსახლეობისგან დაცლა სურს. არაბი ლიდერების თქმით, ისრაელი ახალი "ნაქბას" მოწყობას ცდილობს - პროცესი, რომლის დროსაც ისრაელმა 1948 წელს ასობით ათასი არაბი სახლებიდან განდევნა.

დევნილთა უმეტესობა სამეზობლოს არაბულმა სახელმწიფოებმა მიიღეს. გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს მონაცემებით 7 ოქტომრის შემდეგ საცხოვრებელი უკვე დაკარგა 1 მილიონზე მეტმა ღაზელმა. ღაზის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით მოკლულია 10 ათასზე მეტი მოქალაქე. 

 

 

მსგავსი სიახლეები