ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსი, გენერალ-მაიორი აარონ ჰალივა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პატაკი დაწერა - მისი შემცვლელის დანიშვნის შემდეგ ჰალივა თანამდებობას ავტომატურად ჩამოშორდება. 

ჰალივა ერთ-ერთია ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების იმ ლიდერებისგან, რომლებმაც 7 ოქტომბრის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს. 

კონტექსტი 

აარონ ჰალივას მეთაურობით სამსახური აქტიურად იყო დაკავებული ირანისგან მომდინარე საფრთხეებიდან, უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ირანის ბირთვული პროგრამა იყო. უწყების კიდევ ერთ ცენტრალურ პრიორიტეტს ირანის მთავარი პროქსი დაჯგუფების, ჰეზბოლას აქტივობები წარმოადგენდა. 

ჰალივას პასუხისმგებლობის ზონაში შედიოდა ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირსა და ღაზაში ტერორისტული საფრთხის განეიტრალება. 

ჰალივა ირწმუნებოდა, რომ 2021 წლის მაისში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად შეიქმნა ღაზის საზღვარზე გრძელვადიანი მშვიდობისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. 

 

მსგავსი სიახლეები