ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე სალეჰ ალ-არურის დები დააპატიმრა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დასავლეთ სანაპიროზე მოქმედმა სამხედროებმა ჰამასის ლიდერის მოადგილის, სალეჰ ალ-არაურის ორი და დააკავეს.

დალალი და ფატიმა ცალ-ცალკე რეიდისას არურაში, ალ-არაურის მშობლიურ ქალაქში და ალ-ბირეჰში, რამალას მახლობლად დააკავეს.

IDF აცხადებს, რომ ისინი "ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორის წაქეზებისთვის" დააპატიმრეს.

დასავლეთ სანაპიროზე ღამის რეიდებისას კიდევ 12 ძებნილი პალესტინელი დააკავეს.

7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელელმა სამხედროებმა სულ 2650-ზე მეტი ძებნილი პალესტინელი დააკავეს დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის 1300-ზე მეტი ჰამასის წევრი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროის განმავლობაში დასავლეთ სანაპიროზე 300-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

კონტექსტი

ჰამასის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი, სალეჰ ალ-არური 2 იანვარს ბეირუთის იმ ნაწილში მოკლეს, რომელსაც ჰებზოლა აკონტროლებს.  

სალეჰ ალ-არური ამ დრომდე ჰამასის ყველაზე გავლენიანი ლიდერია, რომლის ლიკვიდაციაც 7 ოქტომბრის შემდეგ მოხერხდა. ალ-არური საკვანძო ფიგურა იყო ჰამასისა და ირანის ურთიერთობებში, ის გავლენიანი იყო ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზეც.

მსგავსი სიახლეები