ISW: რუსები ხერსონის რაიონში ოპერატიულად მნიშვნელოვანი სოფლიდან გავიდნენ

უკრაინის მიერ სამხრეთ ფრონტზე წამოწყებულ კონტრიერიშს სერიოზულად აზიანებს ოკუპანტების საბრძოლო სულისკვეთებას და მათ სამხედრო შესაძლებლობებს.

ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის მორიგ მიმოხილვაშია ნათქვამი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტები მიუთითებენ, რომ სატელიტური ფოტოებიდან ჩანს უკრაინული შეტევების ფონზე რუსები გავიდნენ სოფელ კისილიოვკიდან. 

კისილიოვკა ქალაქ ხერსონიდან ჩრდილო დასავლეთით 15 კილომეტრში მდებარეობს და სამხედრო თვალსაზრისით ოპერატიულად მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს. კისილიოვკა ავტომაგისტრალ E 58-თან მდებარე ბოლო დასახლება იყო, რომელსაც ოკუპანტები აკონტროლებდნენ.

კისილიოვკიდან გასვლამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დაასუსტოს რუსეთის შესაძლებლობები გაამაგროს ხერსონის ჩრდილოეთ ნაწილები და მიუთითებს წნეხზე, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტებზე ახორციელებენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები