ISW: რუსეთის არმიამ ხერსონის დასავლეთიდან უკან დახევა დაიწყო
ოკუპანტებმა ხერსონის ობლასტის დასავლეთიდან უკან დახევა დაიწყეს, მაღალი ალბათობით ისინი შეეცდებიან პროცესი რამდენიმე კვირაზე გაწელონ, თუმცა პროცესი შესაძლოა უკრაინის იერიშმა კიდევ უფრო დააჩქაროს.
ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის ყოველდღიურ მიმოხილვაშია საუბარი.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ცნობით, სავარაუდოა, რომ უკან დახევის პროცესში რუსები ნოვა კახოვკის ელექტროსადგურის დამბის აფეთქებას და ამის უკრაინელებისთვის გადაბრალებას შეეცდებიან.
დნეპრის დასავლეთ ნაპირიდან ოკუპანტების ნაჩქარევ უკან დახევაზე საუბროს უკრაინის სამხრეთის სარდლობაც - ყოველდღიურ კრებსში ნათქვამია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსებს აქტიურად გადაჰქონდათ შეიარაღება დნეპრზე გადაბული პონტონური გადასასვლელების გამოყენებით.
თავის მხრივ უკან დახევის პროცესი სამხედრო საქმის წესებით მოითხოვს, რომ წინა ფლანგზე ყველაზე ბრძოლიუნარიანი შენაერთები ამაგრებდნენ, თუმცა უკრაინელების თქმით, რუსებს დნეპრის დასავლეთ ნაპირიდან სწორედ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები გაჰყავთ.