იტალია ადასტურებს, რომ უკრაინა SAMP/T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემას მიიღებს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ დაადასტურა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს SAMP/T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემას.
ამის შესახებ ტაიანიმ რადიოსადგურ Rai Radio1-ს განუცხადა.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამზადებს სამხედრო დახმარების "სხვა პაკეტს," რომლის შინაარსი, როგორც წინა შემთხვევებში, კონფიდენციალური იქნება.
"მაგრამ ცნობილია, რომ ჩვენ გავაგზავნით SAMP-T-ს, რომელიც არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ანუ თავდაცვა, რომელიც თავად უკრაინამ გვთხოვა, ეს საიდუმლო არ არის," - თქვა მან.
ტაიანიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ იტალია არ გაგზავნის სამხედრო პერსონალს უკრაინაში და იტალიური იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიამ ივნისის შუა რიცხვებში, G7-ის სამიტის შემდეგ შეიძლება დაამტკიცოს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი.
უკრაინამ პირველი SAMP/T-ს სისტემა 2023 წელს მიიღო. ამ ფრანკო-იტალიურ სისტემას შეუძლია ათეულობით სამიზნის თვალყურის დევნება და ერთდროულად 10-ის ჩამოგდება - ის ასევე არის ერთადერთი ევროპული წარმოების სისტემა, რომელსაც შეუძლია ბალისტიკური რაკეტების განადგურება.