იტალია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დოკუმენტის 2023 წელს გაგრძელებას გეგმავს - კროზეტო

იტალიის მთავრობა პარლამენტს სთხოვს, დაამტკიცოს ახალი კანონი 2023 წლის განმავლობაში უკრაინისთვის სამხედრო და სამოქალაქო დახმარების გადაცემის შესახებ, თქვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ გაზეთ Il Foglio-სთ ინტერვიუში.

მან დააზუსტა: "სამინისტრო პარლამენტს შესთავაზებს იგივე დოკუმენტის გაგრძელებას, რომელიც მოქმედებს 2022 წელს."

მინისტრმა აღნიშნა, რომ იარაღის მიწოდება იმ პირობებით მოხდება, რომლებზეც იტალია ნატო-სა და კიევს შეუთანხმდა.

თავდაცვის მინისტრი ჯორჯა მელონის პარტიას, Fratelli d'Italia-ს ("იტალიის ძმები") წარმოადგენს, რომელიც უკრაინის მხარდამჭერი პოზიციებით გამოირჩევა.

ამავდროულად, მმართველი კოალიციის ორი სხვა წევრი, მატეო სალვინი და სილვიო ბერლუსკონი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკოსებად ითვლებიან და წარსულში პრო-რუსული პოზიციები გამოუხატავთ.

მმართველი კოალიციის სპიკერმა 8 ნოემბერს Reuters-ს განუცხადა, რომ იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები