იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირს ერთი პრეზიდენტი და საკუთარი არმია უნდა ჰყავდეს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირმა უნდა შექმნას საკუთარი ერთიანი არმია, რომელსაც შეუძლია როლი შეასრულოს მშვიდობის შენარჩუნებაში და კონფლიქტების თავიდან აცილებაში.
ამის შესახებ მან იტალიურ გაზეთ La Stampa-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ტაიანიმ თქვა, რომ მჭიდრო ევროპული ქვეყნების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა მისი პარტიის, Forza Italia-ს პრიორიტეტია.
"თუ გვინდა ვიყოთ მშვიდობისმყოფელები მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება ევროპული არმია. და ეს არის ფუნდამენტური წინაპირობა ეფექტური ევროპული საგარეო პოლიტიკისთვის," - განაცხადა იტალიელმა მინისტრმა.
ტაიანიმ ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა გაამარტივოს თავისი ხელმძღვანელობა და ჰყავდეს ერთი პრეზიდენტი, არსებული სტრუქტურის ნაცვლად.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელი განაცხადა, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას და ვადამდე დატოვებს თანამდებობას.
თუ ეს მოხდება და ევროკავშირის ლიდერები სწრაფად ვერ შეთანხმდებიან მიშელის მემკვიდრეზე, ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობა დროებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს გადაეცემა, რომელიც ევროპულ საბჭოს 2024 წლის ივლისიდან დეკემბრამდე უხელმძღვანელებს.