იტალიისა და საფრანგეთის ელჩები კიევში დაბრუნდნენ
იტალიისა და საფრანგეთის ელჩები პიერ ფრანჩესკო ძაძო და ეტიენ დე პონსენი კიევში 15 აპრილს დაბრუნდნენ და უკრაინის დედაქალაქში საელჩოები მუშაობა განაახლეს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ იტალიის ელჩის დაბრუნების შესახებ Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, საელჩო მუშაობას 18 აპრილიდან სრულად განაახლებს.
"ელჩი ძაძო ახლახან ჩავიდა კიევში და გახსნა საელჩო, რომელიც სრულად ორშაბათიდან ამოქმედდება. ეს არის იტალიის სიმბოლო, რომელიც დროს არ კარგავს, არ წყვეტს დიპლომატიის რწმენას და დაჟინებით ეძებს გზას მშვიდობისკენ." - თქვა მინისტრმა.
მარტის დასაწყისში იტალიის საელჩო ლვოვში გადავიდა.
საფრანგეთის ელჩის უკრაინის დედაქალაქში დაბრუნების ფაქტი ტორონტოში საფრანგეთის გენერალურმა კონსულმა ტუდორ ალექსისმა ამცნო მსოფლიოს.
საფრანგეთის საელჩო ლვოვში 28 მარტს გადავიდა.