ჯანმო: უკრაინის სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვისას მოკლულია 70 ადამიანი
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან ამ დრომდე ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვისას მოკლულია 70 და დაჭრილია51 ადამიანი.
ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის მტკიცებით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინის სამედიცინო დაწესებულებებზე ოკუპანტებმა 109 შეტევა განახორციელეს. ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში სხვა შემთხვევებთან ერთად საუბარია მარიუპოლის ბავშვთა სახლის დაბომბვაზეც.
ჯანმო რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს შეტევები სამედიცინო დაწესებულებებზე:
"საავადმყოფოები და მედიცინის მუშაკები არ უნდა იყვნენ სამხედრო მიზნები და უნდა შეეძლოთ მუშაობა უსაფრთხო გარემოში".
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ამ დროისთვის ფრონტის ხაზზე და სამედიცინო დაწესებულებებში მძიმე ვითარებაა დაჭრილების და სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების სიმრავლის გამო.
ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს კოვიდ-19-ის პანდემია და ინფიცირების ზრდის შემთხვევები.