Jerusalem Post: აბრამოვიჩი ბელარუსში ჩავიდა და მოლაპარაკებებში ჩაერთვება

 

რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ბელარუსში იმყოფება და უკრაინა-რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ ებრაული გამოცემა Jerusalem Post-ი წერს.

წყაროს თანახმად, ებრაული წარმოშობის მილიარდერი ბელარუსში უკრაინული მხარის თხოვნის გამო ჩავიდა.

ისრაელში უკრაინის ეჩის იევგენი კორნიჩუკი აბრამოვიჩის როლის შესახებ არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ნებისმიერი მხარის შუამავლობას მიესალმება.

მოსკოვს და კიევს შორის მოლაპარაკებები უკრაინა-ბელარუსის საზღვართან ახლოს იმართება.

უკრაინა აცხადებს, რომ კრემლისგან ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და საოკუპაციო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას მოელის. 

მსგავსი სიახლეები