ჯონსონი უკრაინის აღდგენის ფონდის შექმნას გეგმავს - The Telegraph

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის თანხების შესაგროვებლად ფონდის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას 26 ოქტომბერს ბრიტანული გაზეთი The Telegraph საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯონსონის გეგმების შესახებ ინფორმირებულმა წყარომ მის იდეას უკრაინის "მარშალის გეგმა" უწოდა და დასძინა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს კერძო დონორებისგან ფულის შეგროვება სურს.

The Telegraph-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ ჯონსონი თავისი იდეის გამოცხადებას ამ ზამთარში "აშშ-ში ხმაურიანი ვიზიტით" გეგმავს. მათივე თქმით, დაგეგმილია გამოსვლა, რათა ვაშინგტონმა ყურადღება მიაქციოს უკრაინაში არსებულ მძიმე ვითარებას. ჯონსონი ასევე შეხვდება ამერიკელ სენატორებს, რათა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საჭიროებაზე ისაუბროს.

ამასთანავე, ჯონსონს სურს უკრაინისთვის საჭირო იარაღი მიწოდებაზე იმუშაოს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, დიდი ბრიტანეთის მთავრობაში უკრაინის ინტერესების ლობირებასთან დაკავშირებით ოფიციალური პოზიცია არ არსებობს, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს. ამავდროულად, ერთ-ერთმა წყარომ გაზეთს განუცხადა, რომ ჯონსონს "არ სჭირდება ოფიციალური როლი უკრაინის მხარდასაჭერად კამპანიისთვის", ის მაინც "მოაგვარებს ამ საკითხს". ამავე დროს, ჯონსონი ხელმძღვანელობს უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფს კონსერვატიულ პარტიაში.

მსგავსი სიახლეები