ჯულიან ასანჟს ციხეში ქორწინების უფლება მისცეს

 

ჯულიან ასანჟს ბრიტანეთის მთავრობამ ციხეში ქორწინების უფლება მისცა. ამის შესახებ The Associated Press წერს.

ასანჟისა და მორისის ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როდესაც WikiLeaks-ის დამფუძნებელი თავს ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა. წყვილს 2 შვილი ჰყავს. წარსულში მათ დაქორწინება საელჩოში სურდათ, მაგრამ ბრიტანეთის ხელისუფლებამ ამის უფლება არ მისცა.

მორისმა ტვიტერზე დაწერა, რომ იმედი აქვს მომავალში მისი და მისი მომავალი მეუღლის ურთიერთობაში აღარავინ ჩაერევა.

ციხის უფროსმა განაცხადა, რომ ასანჟის აპლიკაცია ზუსტად ისე განიხილა, როგორც სხვა პატიმრებისას განიხილავს.

ასანჟი შპიონაჟის და სხვა რამდენიმე მუხლით მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ამერიკის არმიისა და სპეცსამსახურების საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა. 

 

 

მსგავსი სიახლეები