კანადა უკრაინას ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად $84.2 მილიონს გამოუყოფს
უკრაინას ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის აღდგენაში, კანადა დაეხმარება. ეს ინფორმაცია, საკუთარ Twitter-ზე, კანადის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.
"სანამ უკრაინელი ხალხი აგრძელებს გმირულ წინააღმდეგობას, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა მათ შეძლონ ამ ბრძოლის გაგრძელება. სწორედ ამიტომ, კანადა გამოყოფს 115 მილიონ (კანადურ - რედ.) დოლარს, უკრაინის ენერგოსისტემის აღსადგენად, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რუსული და ბელორუსული საქონლის ტარიფებიდან", - წერს ფინანსთა მინისტრი.
კანადაში უკრაინის ელჩმა, იულია კოვალივმა, 13 დეკემბერს განაცხადა, რომ ფინანსური დახმარების გარდა, კანადა ელექტროენერგიის აღდგენაში დაეხმარება.