კანადამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
კანადის მთავრობა უკრაინას 39 მილიონი კანადური დოლარის (28.9 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა გერმანიაში, რამშტაინის საავიაციო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
კანადის მთავრობის ვებგვერდის მიხედვით, პაკეტში შედის 40 სნაიპერული შაშხანა და 16 რადიოსადგური, ასევე 34.6 მილიონი დოლარის ფინანსური შემოწირულობა ნატოს ფონდში კიევის დასახმარებლად.
"დღეს კანადის მიერ გამოცხადებული შემოწირულობები და მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად", - თქვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.