მქადაგებლის მოწოდების გამო, კენიაში 21-მა ადამიანმა სიკვდილამდე იშიმშილა
კენიის პოლიციამ სანაპირო ქალაქ მალინდისთან 21 ცხედარი იპოვა. სამართალდამცავები იძიებენ მქადაგებლის საქმეს, რომელმაც მიმდევრებს შიმშილით სიკვდილისკენ მოუწოდა. ამის შესახებ BBC წერს.
გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები.
პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი კიდევ უფრო მეტი ცხედრის პოვნას ელიან.
მქადაგებელი პოლ მაკენზი ნტენგე უკვე დაკავებულია.
კენიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა KBC-მ მას "კულტის ლიდერი" უწოდა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 58 საფლავი.
მაკენზიმ უარყო დანაშაული. ის ამტკიცებს, რომ ეკლესია 2019 წელს დახურა.
მან, სავარაუდოდ, მიმდევრებს უთხრა, რომ იესოსთან შესახვედრად ეშიმშილათ.
კენიურმა გაზეთმა The Standard-მა განაცხადა, რომ პათოლოგები აიღებენ დნმ-ის ნიმუშებს და ჩაატარებენ ტესტებს იმის დასადგენად, დაიღუპნენ თუ არა გარდაცვლილები შიმშილით.