კენიაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად უილიამ რუტო გამოცხადდა

კენიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ქვეყნის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, უილიამ რუტო დასახელდა.

რუტოს წინააღმდეგ იბრძოდა გამოცდილი ოპოზიციონერი რაილა ოდინგა, რომლისთვის ეს მუხეთე საპრეზიდენტო არჩევნები იყო. 

ოფიციალური მონაცემების თანახმად უილიამ რუტომ ხმათა 50.5% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ დაახლოებით 49%. შედეგების გამოცხადებამ დაძაბულობის ფონზე ჩაიარა - კომისიის 7 წევრიდან ოთხმა განაცხადა, რომ ისინი ვერ დაუჭერენ მხარს შედეგების გამოცხადებას მოცმეულ გარემოებებში. 

პრესკონფერენციას მალევე მოჰყვა დაძაბულობა როგორც უშუალოდ შენობაში, ასევე, გარე პერიმეტრზე სადაც ამომრჩევლები იყვნენ შეკრებილნი. 

შედეგები ჯერჯერობით არ უღიარებია რაილა ოდინგას, რომლის თქმითაც, ხმების დათვლის პროცესში არაერთი დარღვევა და ფალსიფიკაცია გამოვლინდა - "არაფერია დამთავრებული, სანამ არ დამთავრდება",- განაცხადა როდინგამ ჟურნალისტებთან საუბარში. 

შედეგების გამოცხადებას სხვადასხვანაირად შეხვდნენ ქვეყნის სხვადსახვა რაიონებში - დედაქალაქის ზოგიერთ რაიონებში ისმოდა შეძახილები "არ იქნება რაილა, არ იქნება მშვიდობა", ოპოზიციონერის მომხრეებმა ზოგან საბურავებიც დაწვეს. 

შედეგების გასაჩივრებისთვის ოდინგას გუნდს 11 დღე აქვს, ხოლო უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილება საჩივრის ინიცირებიდან 14 დღის განმავლობაში უნდა გამოიტანოს. 

კონტექსტი

მაღალი ალბათობით, ეს 76 წლის რაილა ოდინგასთვის უკანასკნელი საპრეზიდენტო კამპანიაა. გამოცდილ ოპოზიციონერს ამჟამად მხარს უჭერს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, უჰურუ კენიატა, რომელსაც უილიამ რუტოსთან ურთიერთობები რამდენიმე წლის წინ გაუფუჭდა. 

თავის მხრივ შედეგების გამოცხადებას გამოეხმაურა უილიამ რუტოც და თქვა, რომ არსებული პრობლემები მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზებია და ხელს ვერ შეუშლის ლეგალურ პროცესს. 

"დღეს სამწუხარო ფაქტი მოხდა, ვფიქრობ ეს არის მცდელობა ჩვენი მოწინააღმდეგეებისა წაგვართვან ჩვენი ქვეყნის მიღწევა". 

ამასთანავე რუტო პირობას დებს, რომ ჩამოაყალიბებს ღია გამჭვირვალე და ინკლუზიურ მთავრობას და რომ მისი მოწინააღმდეგის მხარდამჭერებს არაფრის უნდა ეშინოდოთ, რადგანაც მისი თქმით, "ახლა არ არის დრო შურისძიებისთვის". 

55 წლის უილიამ რუტომ თავისი წინასაარჩევნო კამპანია ანტი-ელიტისტურ და ანტი-ესტებლიშმენტურ პლატფორმაზე ააგო. რუტომ თავი "პოლიტიკურ აუთსაიდერად" წარმოაჩინა, ის აპელირებდა მშრომელ ხალხზე და "გაუმაძღარ ელიტებზე". 

ამგვარმა პოზიცინიორებამ რუტოს მისცა გასავლელი კენიის მოსახლეობის ყველაზე ფართო ჯგუფებზე, ხოლო მის ფონზე რაილა ოდინგა ელიტის კანდიდატად წარმოჩინდა. 

2017 წელს კენიის უმაღლესმა სასამართლომ გამოვლენილი დარღვევების გამო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, ამ არჩევნებში რაილა როდინგაც მონაწილეობდა. მოგვიანებით ქვეყანაში განმეორებით არჩევნები ჩაინიშნა, რომელსაც ოდინგამ ბოიკოტი გამოუცხადა. 

მსგავსი სიახლეები