CIA-ს უფროსი ევროპაში ისრაელის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლებს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს უახლოეს დღეებში CIA-ს დირექტორის უილიამ ბერნსის ევროპაში გაგზავნას მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას.
ამის შესახებ The Washington Post წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა ჰამასს ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა მძევლების ეტაპობრივი გათავისუფლების სანაცვლოდ.
ბერნსი ისრაელისა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელებს, დევიდ ბარნეას და აბას კამელს, კატარის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანისთან ერთად შეხვდება.
ისრაელის მე-12 არხის ცნობით, რომ შინ ბეთის ხელმძღვანელი რონენ ბარი ასევე მიიღებს მონაწილეობას.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბერნსი "ჩართული იყო მძევლების გაცვლის შეთანხმების მიღწევის მცდელობაში, რომელიც დაიდო და ცდილობს დაგვეხმაროს სხვა შეთანხმების მიღწევაში."