ხარკოვის მერი: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უმძიმესი ღამე გადავიტანეთ

ხარკოვის მერმა იჰორ ტერეხოვმა ქალაქში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ტერეჰოვის თქმით, მთელი ღამის და დღის განმავლობაში ოკუპანტები ქალაქში შემოღწევას ცდილობდნენ, თუმცა ქალაქმა გაძლო. 

მერმა ქალაქში არსებულ საყოფაცხოვრებო პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიგი პრობლემების მოგვარება იმიტომ ვერ ხერხდება, რომ ადგილებზე ისვრიან. 

"ვაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს და გულწრფელად გეტყვით - ხანდახან შეუძლებელსაც კი, რომ თქვენ ყველაფერი გქონდეთ. გუშინ, მეორე მსოფლიო დროინდელი ომის შემდეგ ქალაქის ისტორიაში ყველაზე მძიმე ღამე გადავიტანეთ. ძალიან გვიჭირს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ, ჩვენ ხარკოველები ვართ." - ამბობს ტერეჰოვი. 

დღეს მთელი დღის განმავლობაში ოკუპანტები აქტიურად ცდილობდნენ ქალაქის თავდაცვის ზღუდის გარღვევას. ოკუპანტებმა გარკვეული მონაკვეთების გარღვევა მოახერხეს, თუმცა მალევე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამყარეს. 

ხარკოვი აღმოსავლეთ უკრაინის უმსხვილესი ქალაქია სადაც ნახევარ მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მსგავსი სიახლეები