ხერსონის გათავისუფლებით უკრაინა ოკუპირებული ტერიტორიების ნახევარს დაიბრუნებს
ხერსონის გათავისუფლებით, უკრაინა, რუსეთის მიერ, 24 თებერვლის შემდეგ დაკავებული ტერიტორიების ნახევარს დაიბრუნებს.
ამ ინფორმაციას სააგენტო Агентство ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხერსონიდან რუსების გასვლით, უკრაინა დაახლოებით 5 ათას კვადრატულ კილომეტრს გაათავისუფლებს.
დაახლოებით 2 ათასამდე კვადრატული კილომეტრი, უკრიანის არმიამ სექტემბერში დაწყებული კონტრ-შეტევების შემდეგ გაათავისუფლა.
ჯამურად, ხერსონიდან გასვლის შემდე,გ რუსეთს ოკუპირებული ექნება 108 ათასი კვადრატული კილომეტრი, აქედან 43.5 ათასი კვადრტული კილომეტრის ოკუპაცია, რუსეთმა, 2014 წელს მოახერხა, ხოლო დანარჩენი - 24 თებერვლის შემდეგ.
- შოიგუ სუროვიკინს: დაიწყეთ ხერსონიდან ჯარების გაყვანა
ამგვარად, რუსეთის კონტროლ ქვეშ, კვლავ დარჩება, დაახლოებით 65 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, რომელიც უკრაინას ეკუთვნის.
ხერსონთან ერთად, უკრაინას ჯამურად გათავისუფლებული ექნება 62 ათასი კვადრატული კილომეტრი. შედარებისთვის, საქართველოს ჯამური ფართობი 69.7 კვადრატული კილომეტრია.
კონტექსტი
9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ქალაქ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
ეს ბრძანება, შოიგუმ, რუსეთის გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების შემდეგ გასცა. სუროვიკინის თქმით, ხერსონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება, შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია.
- უკრაინის არმიის იერიში ხერსონსა და ლუჰანსკში - რას უნდა ველოდოთ
რუსეთის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ჯარების გაყვანა უახლოეს მომავალში დაიწყება.