ხერსონში რუს ჯარისკაცებსა და ФСБ-ს აგენტებს შორის სროლისას 3 ოკუპანტი მოკვდა

ხერსონის ერთ-ერთ კაფეში რუს ჯარისკაცებსა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ-ს] თანამშრომლებს შორის შელაპარაკებას შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა, რომლის შედეგადაც 3 ოკუპანტია მოკლული. 

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Insider რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს

დოკუმენტის მიხედვით, ინციდენტი 19 ივნისს ხერსონის ერთ-ერთ კაფეში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ხერსონის ერთ-ერთ კაფეში სამხედრო ფორმაში ჩაცმული და შეიარაღებული რუსი საკონტრაქტო მოსამსახურე ქალაქის ერთ-ერთ კაფეში ალკოჰოლურ სასმელებს სვამდნენ, რა დროსაც კაფეში ФСБ-ს ორი თანამშრომელი შევიდა. 

სპეცსამსახურის თანამშრომლებმა სამხედროებს შენიშვნა მისცეს, რის პასუხადაც უმცროსმა სერჟანტმა სერგეი ობუხოვმა თავისი პისტოლეტიდან იატაკის მიმართულებით გაისროლა. 

ФСБ-ს თანამშრომლები შეეცადნენ სერჟანტისთვის პისტოლეტის წართმევას, თუმცა ამ დროს ობუხოვთან ერთად მყოფმა უმცროსმა სერჟანტმა გვარად სუდინმა სამსახურეობრივი ავტომატი AK-47-ით სროლა დაიწყო. 

გამოძიების მასალის მიხედვით ადგილზე დაიღუპა ФСБ-ს 2 თანამშრომელი და სერჟანტი სერგეი ობუხოვი. არსებული მონაცემებით, სერგეი ობუხოვი და იგორ სუდინი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის, მერვე საარტილერიო პოლკში მსახურობდნენ. 

მსგავსი სიახლეები