ხერსონში რუსების სამხედრო დანაშაულებზე 51 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ხერსონის რაიონში ოკუპანტების სამხედრო დანაშაულის ფაქტებზე პოლიციამ 51 სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ 12 ნოემბერს ფეისბუქზე უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახურმა განაცხადა.

პოლიციაში აღნიშნეს, რომ სამართალდამცავები აგრძელებენ მტკიცებულებების შეგროვებას რუსი დამპყრობლების მიერ დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ.

"სოფელ ველიკაია ალექსანდროვკას ოკუპაციის დროს რუსი სამხედროები მივიდნენ 63 წლის მამაკაცის საცხოვრებელ ადგილას, ფეხებზე დაასხეს აალებადი სითხე და ცეცხლი წაუკიდეს, რამაც ქვედა კიდურების თერმული დამწვრობა გამოიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გრძელდება რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტების აღრიძცვა. კერძოდ, სოფლებში ვისოკოპოლსა და ველიკაია ალექსანდროვკაში, პოლიცია იღებს ცნობებს, რომ დამპყრობლებმა სამოქალაქო პირებს წაართვეს მანქანები, დაშალეს მზის ელექტროსადგურები, მოიპარეს საქონელი მაღაზიებიდან და კაფეებიდან, წაიღეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი სახლებიდან.

კონტექსტი

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასცა ბრძანება ხერსონიდან და ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ.

11 ნოემბერს უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები და ვიდეოები, სადაც ხერსონის რეგიონისა და ხერსონის მაცხოვრებლები ქუჩებში გამოდიან უკრაინელ სამხედროებთან შესახვედრად.

მსგავსი სიახლეები