კიევი და მოსკოვი ექვსი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი აცხადებს, რომ კიევი და მოსკოვი უკრაინაში ექვსი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ.

ჰუმანიტარული დერეფნები შემდეგი მიმართულებით მოეწყობა:

  • ენერჰოდარი - ზაპორიჟია
  • სუმი - პოლტავა
  • მარიუპოლი - ზაპორიჟია
  • ვოლნოვახა - პოკროვსკი
  • იზიუმი - ლოზოვაია
  • ვორზელი, ბუჩა, ბოროდიანკა, ირპენი, ჰოსტომელი - კიევი

მშვიდობიანი უკრაინული მოსახლეობის ევაკუაციისთვის რუსული საოკუპაციო ძალები ცეცხლის დილის ცხრიდან საღამოს ცხრა საათამდე შეწყვეტას დათანხმდნენ.

ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლიდან და სუმიდან პირველად გუშინ ამოქმედდა.

საევაკუაციო დერეფნების გახსნის პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს.

მსგავსი სიახლეები