კიევის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი დაშავდა - უკრაინის შსს
10 ოქტომბერს დილით კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა როსტისლავ სმირნოვმა ფეისბუქზე განაცხადა.
"დილის 8:45 საათისთვის შევჩენკოვსკის რაიონის დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა", - წერს ის.
სმირნოვის თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა 15 ავტომობილი, დაიწვა - 6.
10 ოქტომბერს დილით კიევი, ლვოვი, დნიპრო, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ხარკოვი და უკრაინის სხვა ქალაქები რუსეთმა მასიურად დაბომბა. სხვა ქალაქებიდან მსხვერპლის შესახებ მონაცემები ჯერ არ ვრცელდება.