კიევში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
12 თებერვალს კიევში, სვიატოშინსკის რაიონში მდებარე კერძო სახლში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
"წინასწარი მოკვლევით დადგინდა, რომ აფეთქება РГД-5-ის მსგავსი ყუმბარის აფეთქების შედეგად მოხდა. აფეთქების ადგილი და მიმდებარე ტერიტორია ექსპერტებმა შეისწავლეს. სახლის დათვალიერებისას გამომძიებლებმა ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლის წარმოშობაც ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება", - ნათქვამია განცხადებაში.
სახლის აივანზე სამართალდამცავებმა 59 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. მას სხეულზე ნამსხვრევებისგან მიყენებული ჭრილობები აქვს.