კიევში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

კიევის შევჩენკოვსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსზე კამიკაძე დრონის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Telegram-ზე პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.

"კიევი. ამ დროისთვის, საცხოვრებელ კორპუსზე კამიკაძე დრონის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. 19 ადამიანი გადაარჩინეს. სამუშაოები გრძელდება", - წერს ის.

კონტექსტი

17 ოქტომბრის დილით, 10 ოქტომბერს უკრაინის მასიური დაბომბვიდან ერთი კვირის შემდეგ, რუსეთმა ახალი შეტევა დაიწყო უკრაინის დედაქალაქზე. გარდა ამისა, 17 ოქტომბერს რუსებმა დნეპროპეტროვსკის, სუმის, ოდესის ოლქები და ზაპოროჟია დაბომბეს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის თქმით, დამპყრობლები თავს დაესხნენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სამ რეგიონში. დედაქალაქში დაფიქსირდა კამიკაძე დრონების ხუთი დარტყმა, დაზიანდა ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსი.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ აჩვენა ირანული კამიკაძე თვითმფრინავის ფრაგმენტი, რომლითაც რუსები 17 ოქტომბერს დილით თავს დაესხნენ დედაქალაქს. დრონზე ჩანს წარწერა Герань-2. მთლიანობაში, კლიჩკოს თქმით, დამპყრობლებმა კიევზე თავდსხმისას 28 დრონი გამოიყენეს, მაგრამ მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

მსგავსი სიახლეები